გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსი გახსნა

   საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მაღალი კლასის აპარტ ოტელი “ლე პორტი“ საზეიმოდ გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერთან ერთად, ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო “რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის სასტუმრო “ლე პორტი“. აპარტ ოტელის მშენებლობამ, რომელიც ბათუმის ცენტრში საზღვაო ნავსადგურის სიახლოვეს მდებარეობს, 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ოფიციალურად “ლე პორტი“ 15 აგვისტოდან მიიღებს პირველ სტუმრებს. სასტუმროში 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმროს სტანდარტული და ფეშენებელური აპარტამენტები დაათვალიერა. სულ აპარტ ოტელი 45 ნომერს მოიცავს, რომელთაგან 2 – ერთოთახიანი, 34 – ოროთახიანი და 7 – სამოთახიანი საცხოვრებელი ფართობია. “ლე პორტის“ ყველა ნომერი აღჭურვილია ავეჯით, აქსესუარებითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით. საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ტურისტული ნაკადების რეკორდული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით. ბათუმის გარდა, “რედიქს ჯგუფი“ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ახორციელებს ინვესტიციებს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: აბასთუმანი, მთა-თუშეთი, სიღნაღი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები