BFMTV: გამოკითხული ფრანგების 64% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას

Elabe-ის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგების 74% ფრანსუა ბაირუს მთავრობის დაცემით კმაყოფილია, 64% ემანუელ მაკრონის გადადგომას ისურვებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

სახელმწიფოს მეთაურის გადადგომას რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლების 88% და „ახალი სახალხო ფრონტის“ 66% ითხოვს, აღნიშნულს ასევე მხარს უჭერს „ლიბერალური პარტიის“ ამომრჩევლების 38% და „ანსამბლის“ ამომრჩევლების 32%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები