ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა – ლეიბორისტები ხელისუფლებაში რჩებიან

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრ ჯონას გარრ შტორეს ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა და ხელისუფლება მეორე ვადით შეინარჩუნა.

ოფიციალური მონაცემებით, ლეიბორისტებმა შეძლეს უმრავლესობის შენარჩუნება ცენტრისტულ მემარცხენე კოალიციასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-პოპულისტურმა „პროგრესის პარტიამ“ ისტორიული შედეგი აჩვენა და ოპოზიციაში მთავარი ძალა გახდა.

როგორც მედია აღნიშნავს, არჩევნებმა მძიმე ზიანი მიაყენა კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლებოდა. მათი შედეგი ექსპერტების შეფასებით, ყველაზე სუსტი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში.

შტორემ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ „ნორვეგიის საზოგადოებამ ხმა მისცა სტაბილურობასა და პროგრესს“ და დასძინა, რომ მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები