ნეპალის არმია აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არეულობა არ შეწყდება, ჯარებს განალაგებს

ნეპალის არმიამ განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში არეულობა არ შეწყდება, ის ქვეყანაში ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან ჯარებს და სხვა უსაფრთხოების ძალებს განალაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Khabarhub-ი ავრცელებს.

„სამშაბათს საღამოს ნეპალის არმიამ განაცხადა, რომ თუ ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და ვანდალიზმი გაგრძელდება, ის 22:00 საათიდან სხვა უსაფრთხოების ძალებთან ერთად ჯარებს განალაგებს“, – ნათქვამია პორტალის მიერ სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები