“რასაც ეს სახედაკარგული ოპოზიცია აკეთებს, ყველაფერი ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და როცა მიდის არჩევნებზე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს” – ირაკლი ჭეიშვილი

“რასაც ეს სახედაკარგული ოპოზიცია აკეთებს, ეს ყველაფერი ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და როცა მიდის არჩევნებზე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და იმიტომ არის, რომ „ქართული ოცნება“ იღებს მილიონ ხმაზე მეტს. წელსაც ავიღებთ მილიონ ხმაზე მეტს”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის სახედაკარგული ოპოზიციის ქმედების შედეგი.

“ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ასეთი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ქაოსი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბიზნესზე, შიდა თუ გარე ინვესტორებზე, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, სტაბილური სიტუაცია არის თუ არ არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.

სხვანაირად ამ მოღალატეებს და ჩვენი ქვეყნის მტრებს არ შეუძლიათ. არჩევნებში მონაწილეობით ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი თვითონაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ პროცესი თავად მართონ. თითოეულმა აქტივისტმა ტრენინგების გავლის შემდეგ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები