ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება „პოზიტიური ნაბიჯია“.
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.