40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა – ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი რეკორდი დაფიქსირდა და მაჩვენებელმა 40 052 შეადგინა.

ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, რაც ვირუსით მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი ინფიცირდება. უკანასკნელად ასეთი მაჩვენებლები ქვეყანაში აპრილში ფიქსირდებოდა.

მაგალითად, წინა დღით 39 506 შემთხვევა აღირიცხა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება.

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, რაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

27 ნოემბერს პეკინში კოვოდსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელთა მონაწილეები “თავისუფლებას”, “პისიარ ტესტების გაუქმებას”, “დემოკრატიას” ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები