2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტები გამოავლინეს

2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის”ჟიურიმ – დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.
2022 წლის „წინანდლის პრემიის  ლაურეატების მოკლე სია:

თეატრალური ხელოვნება:
ნატალია გაბისონია, გივი ბარათაშვილი, დავით თარბა

კინოხელოვნება:
ხვიჩა და თინათინ ემირიძეები, ივა ქიმერიძე, თამარ მუმლაძე

მუსიკალური ხელოვნება:
ვერიკო ჭუმბურიძე, გიორგი კობერიძე, იოსებ ჯუღაშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
თორნიკე სიბაშვილი, თემურ ჭახნაკია, ცოტნე მაჭარაშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ნანა აბულაძე, ცოტნე ავსაჯანიშვილი, მარიამ გურგენიშვილი

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ლუკა პონიატოვსკი, მარი-ლუიზა კონჯარია, ლელა ჩიტაძე

სახვითი ხელოვნება:
ანა ჯიბლაძე, სალომე ჯოხაძე, ნათია გოგოლიძე

ჰუმანიტარული მეცნიერებები:
სოფიო თოთიბაძე, ბორის კომახიძე, ანა ქირია

„წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების მანძილზე ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა დახელოვანებს რვა ნომინაციაში.
„2022 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, მეცნიერებისა დახელოვნების დარგის საგანგებოდ მოწვეული ექსპერტები.
საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა ცნობილი გახდება უშუალოდ „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც შედგება ა.წ. 9 დეკემბერს 20:00 საათზე თეატრალურ სივრცეში „ჰარაკი“. მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს, გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით, ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები