“9 თვეში რუსეთმა 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა” – უკრაინის თავდაცვის ძალები

ომის 9 თვის განმავლობაში, რუსეთმა 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, თუმცა, ეს არ ეხება S-300-ისა და რეაქტიულ სისტემებს, – განაცხადა უკრაინის ტელეეთერში ქვეყნის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.

„უკრაინაში 4000-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, საუბარია ყველა ტიპის რაკეტებზე. მაგრამ მასში არ შედის S-300, რეაქტიული სისტემები, საავიაციო რაკეტები, როგორიცაა Х-59, Х-58. ყველა თავისებურად ითვლის რაკეტებს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასებზე“, – თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინამ ბევრი საბრძოლო მასალა დახარჯა.

„კარგია, რომ დასავლეთშიც გვყავს მეგობრები, რომლებსაც შეიარაღებაში ეს კომპლექსები ჰქონდათ. სლოვაკეთმა უზრუნველყო ერთი S-300 კომპლექსი, შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალაც“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები