საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყნის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა.
მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.