ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ ნარაზენის ახლად რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა. ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერეთი”-ს და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თანამშრომლობით მოხდა.

ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურით.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მამუკა ცოტნიაშვილსა და ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად დაესწრო.

აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები