ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა(ფოტო)

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები