ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პარალელურად იმართება სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.
“დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 17:10 საათზე – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დღის ბოლოს ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება კონცეფციით – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“,- წერია ინფორმაციაში.