კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

კაცი, რომელმაც გუშინ თერჯოლაში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მას სასუნთქი გზების 70%-იანი დამწვრობა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

“თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით – 70% დამწვრობა სასუნთქი გზების. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ოჯახის წევრების მოთხოვნითა და სურვილით, გადაყვანილ იქნა ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო”, – განაცხადა”იმერმედის” დირექტორმა, დავით სარიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მაღაზიის მენეჯერს ყოფილმა ქმარმა ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდა. მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ მაღაზიაში მივიდა, მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს მამაკაციც დაშავდა, მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები