პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა ანა ზედელაშვილმა, ოთარ გველესიანმა, ქრისტინა კილასონიამ და ნათია ჩუბინიძემ თბილისის მე-2, 24-ე, 145-ე და 150-ე საჯარო სკოლებში გამართული შეხვედრების ფარგლებში კიბერდანაშაულის შესახებ ისაუბრეს და მოზარდებს კიბერდანაშაულის საფრთხეებზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და გათვალისწინებულ სასჯელებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე განიხილეს დანაშაულთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები.

„შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას, რაც უწყების პრიორიტეტია.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები