Nokia-მ შექმნა სმარტფონი, რომელიც ხმების საშუალებით იტენება
ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტმა ფინურ კომპანია Nokia-სთან დაიწყო თანამშრომლობა სმარტფონის შესაქმნელად, რომელიც ხმების საშუალებით დაიტენებოდა. მათ ერთობლივად გამოიგონეს სამუშაო პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია ავტომობილის, ადამიანების, მუსიკის და სხვ. ხმების გენერირების საშუალებით დატენვა.
მოდელი ზომებით Nokia Lumia 925 -ს უთანაბრდება. სმარტფონი ხმების გენერირების წყალობით ხუთ ვოლტს გამოიმუშავებს, რაც საკმარისია მისი აკუმულატორის დასატენად. ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფისა და კომპანია „ნოკიას“ შექმნილი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, სხვა მობილური მოწყობილობებიც იგივე პრინციპით დაიტენოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეძლებათ მომხმარებლებს შეიძინონ ნეო-ტექნოლოგიური სისტემით აჭურვილი სმარტფონები, რომლებიც ხმის საშუალებითთ დაიტენებიან.
წყარო: mobidevices.ru