გოგა ხაინდრავა – ლაშა ბუღაძეს და პეტრე ცაავას: არ არის ძნელი გამოსაცნობი, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძისა და პეტრე ცაავას მხრიდან გაკეთებულ პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პასუხობს.

„ამ ორი ავი სულის გასაგონად! უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის ჩვენი სულიერი მამა. ყველაზე საყვარელი და პატივცემული ადამიანი. რას ვფიქრობთ თქვენზე იცით. არ არის ძნელი გამოსაცნობი. არც ის, რა პასუხს იმსახურებთ მამის შეურაცხყოფისთვის“, – წერს ხაინდრავა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პატრიარქს, რის შემდეგაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფით სახელგანთქმულები მორიგჯერ გააქტიურდნენ.

„…ანტიქრისტეს ეკლესია „კგბ“-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს… მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ“, – წერს ბუღაძე.

პეტრე ცაავას მიერ გავრცელებული განცხადებით კი, რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა არის „უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, ანტიქრისტიანობა და ანტისახელმწიფოებრიობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები