ირაკლი ჩიქოვანი: მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციები გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად, ამას ნათლად ვხედავთ საქართველოში

,,ევროპარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციები გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად.

„ჩვენ, გამოკვეთილად ვხედავთ, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ საუბარი იყოს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამ დიდ მიზანზე, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური თანამშრომლობით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წევრობით განპირობებულ გადაწყვეტილებებზე. ეს შესაძლებლობა არსებობს და ამას ვხედავთ.
არ არის მისაღები, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციები გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ საქართველოში, ,,ნაცმოძრაობა” და მათთან ასოცირებული ძალები ამ ყველაფერს საკუთარ იარაღად იყენებენ. პარტნიორებთან აქვთ ინტენსიური მუშაობა და ერთადერთ საშუალებას ხედავენ, რომ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შეინარჩუნონ, მაშინ როდესაც მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები