დავით მათიკაშვილი: დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ვენეციის კომისიიდან გაწვევის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება

გუშინ შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამოითხოვა თავის მიერ გაგზავნილი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და შესაბამისად დასკვნას ამ კანონზე აღარ უნდა დაველოდოთ. დღეს ევროპის საბჭოდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია კვლავ აგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რაც საკითხში სიღრმისეულად გარკვევას საჭიროებს.

„დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ვენეციის კომისიიდან გამოწვევის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება საზოგადოებაში. გუშინ შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ გამოითხოვა თავის მიერ გაგზავნილი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და შესაბამისად დასკვნას ამ კანონზე აღარ უნდა დაველოდოთ. დღეს ევროპის საბჭოდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია კვლავ აგრძელებს კანონპროექტზე მუშაობას. შესაბამისად, ამ ორი ინფორმაციიდან ერთიც და მეორეც ერთმანეთს გამორიცხავს. მეტი რესურსი არის საჭირო იმისთვის, რომ სიღრმისეულად გავერკვეთ თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში დასკვნის შემდეგ გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები