იონათამიშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: პრობლემა კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაში კი არ არის, არამედ იმ უცნაურ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებში, რაც მოვისმინეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და მოწოდებები ვრცელდება.

როგორც დეპუტატმა “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ საკითხს და საჭიროა დეტალებში გარკვევა.

„პრობლემა კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაში კი არ არის, არამედ იმ უცნაურ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებში, რაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მოვისმინეთ. რომ შევაჯამოთ: ამერიკის ელჩი ამბობს, რომ უკრაინამ გაიწვია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ახლა საქართველომ უნდა გააგზავნოს იგივე. თავად ვენეციის კომისია ამბობს, რომ აგრძელებს მუშაობას, მაგრამ არ იცის დასკვნა როდის იქნება საბოლოოდ მზად. ასევე ჩვენ მოვისმინეთ ხატია დეკანოიძის განცხადება, რომელიც უკრაინის მაღალჩინოსანი იყო. მან განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო შენიშვნებით პასუხი და ახლა ამაზე აქვს აქცენტი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 1 დღეში ამდენი უცნაური განცხადების გაკეთება ცოტა უხერხულია, ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, ვეცდებით გავერკვიოთ ყველა დეტალში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები