ილია მეორე – რუსეთის პატრიარქს: გისურვებთ, თქვენი და საერთო ძალისხმევით, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები