პრემიერ-მინისტრს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა

დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნა. სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.

დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები