პაატა მანჯგალაძე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ორივე გავაგზავნოთ, “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომზადებულიც – რომელიც უკეთეს შეფასებას მიიღებს ვენეციის კომისიიდან, ის კანონი მივიღოთ

“ორივე გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში – “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომზადებულიც”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რომელი კანონპროექტიც ვენეციის კომისიიდან დადებით შეფასებას მიიღებს, ის უნდა დამტკიცდეს.

“ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ნებისმიერი კანონით ოლიგარქიის ცვლილებას და დამარცხებას ქვეყანაში, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და ასე გვეუბნებიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ორივე გავაგზავნოთ – ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მომზადებულიც. რომელიც უკეთეს შეფასებას მიიღებს ვენეციის კომისიიდან, ის კანონი მივიღოთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები