კელი დეგნანი – დევიდ კრამერის განცხადებაზე: არ მინდა, რამე ვთქვა მის კომენტარებზე, თუმცა, ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე

ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, დევიდ კრამერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები