შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს მისთვის მოწამვლის შესახებ არაფერი უთქვამს (ვიდეო)

მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოწამვლის ეჭვზე მისთვის არაფერი უთქვამს.

როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა აღნიშნა, მან არ იცის, რაზე დაყრდნობით გააკეთა ვალერი გელბახიანმა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს მოწამვლის შესახებ ეჭვი ჰქონდა.

„სააკაშვილს რამდენიმე ადვოკატი ჰყავს, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ბატონმა ვალერიმ საიდან გააკეთა ეს განცხადება, ნამდვილად არ ვიცი. ფიზიკურად ვერ ვნახე ბატონი ვალერი, რომ მეკითხა ამ თემასთან დაკავშირებით. ალბათ, ამ ღამით გვექნება ლაპარაკი, რას გულისხმობდა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები