ვახო ხუზმიაშვილი – ბაჩო დოლიძეს: ლევან ხაბეიშვილი, რომ გახდეს პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ მისი საერთაშორისო ვიზიტები, საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი არის? (ვიდეო)

ახლა, როდესაც დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ლევან ხაბეიშვილი გახდეს თქვენი პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ მისი საერთაშორისო ვიზიტები. რამდენად სერიოზული იქნება აღქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის ლევან ხაბეიშვილი. რამდენად შეჰფერის თქვენს პარტიას, საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი არის? – ამ კითხვით მიმართა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბაჩო დოლიძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიის წევრები საკუთარ პოზიციებს საარჩევნო კამპანიის დროს დააფიქსირებენ.

„არ მინდა არც ერთი კანდიდატი დავაკნინო. ჩემი მხრიდან დაკნინებაა ამ ეტაპზე იმაზე საუბარი ვის რისი შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა, ჩვენ ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება ბევრი კრიტერიუმის გათვალისწინებით. როგორც შიდა პოლიტიკის განსაზღვრით, ასევე საგარეო პოლიტიკაში რომელი კანდიდატიც უფრო ეფექტურად ეჩვენებათ, შესაბამისად, იქით გადაიხრება ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია. ჩვენ შესაძლოა, ჩვენი პოზიციები და ინდივიდუალური შეხედულებები გვქონდეს, რომელსაც აღარ დავმალავთ როდესაც მოვა კამპანიის დრო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები