„ფეხბურთის მეფე“ პელე მესამედ დაქორწინდება
ბრაზილიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „ფეხბურთის მეფე“ პელე 73 წლის ასაკში მესამედ ქორწინდება. პელეს მესამე რჩეული 48 წლის იაპონელი მარსია აოკი სიბელეა. როგორც გამომცემლობა „Veja“-ს პელემ განუცხადა – ამ ქალბატონმა მას გული მოსტაცა.
„ფეხბურთის მეფემ“ მეორე ნახევარი უკვე წარუდგინა მეგობრებს და დაუხასიათა ის, როგორც „ მისი ცხოვრების უკანასკნელი დიდი გატაცება“. წყვილის ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო და 4 წლის თავზე გადაწყვიტეს სამუდამოდ ერთად ეცხოვრათ. გავრცელებული ცნობებით, ქორწინების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, პელე და მისი რჩეული ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში აპირებენ ცხოვრებას. შეგახსენებთ, რომ აქამდე გამოჩენილი ფეხბურთელი ორჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილი ჰყავს.