პრემიერისა და თურქეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებით, მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში გადმოასვენებენ

თურქეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. ინფორმაცია “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში გარდაცვლილი მარიამ გიორგაშვილის ცხედარს ოჯახს დავალიანების გამო არ ატანდნენ, რაც, ჯამურად, 44 000 ამერიკული დოლარი იყო.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ოჯახს, პრემიერმინისტრის ჩართულობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო დაუკავშირდა და მათი დახმარებით ოჯახის პრობლემა სრულად მოგვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები