“თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.
“პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ უნდა დაივიწყოს!”, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.