ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციისგან “დეოლიგარქიზაციის” კანონზე კონკრეტულ შეთავაზებებს ველოდით, მხოლოდ კამერების წინ აკეთებენ განცხადებებს

ერთადერთი გამონაკლისი უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გავაკეთეთ იმაში, რომ მთავრობის ნაცვლად პარლამენტი ჩავწერეთ და აქაც დავაყენე საკითხი, რომ ჩვენს შემთხვევაშიც იყოს არა პარლამენტი გათვალისწინებული, არამედ იყოს მთავრობა და მთავრობამ უზრუნველყოს ოლიგარქთა რეესტრის შედგენა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის შესახებ საუბრისას  აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ შინაარსობრივ შეთავაზებებს ელოდა.

„მოველოდი, რომ იქნებოდა კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზებები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მედიასთან, კამერების წინ აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, რომ მათ რაღაც არ მოსწონთ. თუმცა, როდესაც რაღაც არ მოგწონს, როგორია შენი ხედვა და რა შემოთავაზება გაქვს ეს უნდა წარმოადგინო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შევა. მმართველი გუნდის ინიციატივით, ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს.  პარლამენტს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები