ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“ რასაც საქართველოს უმზადებდა, თავად მოუწია თავის თავს – ცხელი შემოდგომა და რიგგარეშე არჩევნები
„თუ მათ რებრენდინგი უნდოდათ, წლების წინ უნდა გაეკეთებინათ და არა – მხოლოდ დროშისა და ლოგოს ფერები უნდა შეეცვალათ, არამედ მიდგომები უნდა შეეცვალათ სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ძალაუფლებისთვის იბრძვიან.
,,მათ ეს რებრენდინგი თავის დროზე ვერ მოახერხეს, ამიტომ, დღეს შიგნით ბრძოლაა ძალაუფლებისთვის. რასაც მათი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს უმზადებდა, თავად მოუწია თავის თავს – ცხელი შემოდგომა და რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.