შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.

ნოდარ ნათაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ის არის 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

ნოდარ ნათაძემ თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს აკადემიური საზოგადოება.

საქართველოს პარლამენტის სახელით ვუთანაგრძნობ ბატონ ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”,- აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები