ე.წ. ცხელი შემოდგომაც მიილია, მოდის 2023 წელი და ჩვენ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი გვაქვს, რომ ბარიერი 5% იქნება და იქნება უბლოკო არჩევნები, ამიტომ საინტერესო მოვლენები ჩვენ ჯერ წინ გვაქვს, ოპოზიციის მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იმ კვლევებით, რომელიც IRI-იმ გამოაქვეყნა 2 პარტია გადალახავს ამ ბარიერს.ამას გრძნობენ, მაგრამ არჩევნებში წარმატების მიღწევას გარდა იმისა რომ სჭირდება თავდადება, სჭირდება ფულიც, სახსარი, რომელიც ოპოზიციაში არ არის და ამ „სცენაზე“ გამოდის კეზერაშვილი, რომელიც თავის პირობებს კარნახობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“, 12% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.