IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“, 12% კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“, 12% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.

სხვა პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:

  • „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია – 3%
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2%
  • „დროა“ – ელენე ხოშტარია – 2%
  • „ლეიბორისტული პარტია: – შალვა ნათელაშვილი – 2%
  • „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%
  • „გირჩი“ – 2%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – 2%
  • „ლელო“ – 1%
  • „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა – „ალტ-ინფო“ – 1%
  • სხვები – 2%
  • გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%
  • ხმას არ მივცემდი – 6%
  • არ ვიცი – 16%
  • უარი პასუხზე – 7%.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

IRI-ის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები