„ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა  „დინამო არენაზე” ურუგვაის ნაკრები, ანგარიშით 34:18 დაამარცხა.

ოთხი ლელოდან სამის ავტორი გორგაძე გახდა, ხოლო ერთის – პაპიძე. ლელოები აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა.

აღნიშნული თამაში ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იყო. საქართველოს ნაკრების მომდევნო თამაში 12 ნოემბერს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენზე“ გაიმართება. „ბორჯღალოსნები“  სამოას წინააღმდეგ ითამაშებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები