ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ – არა ერთჯერადად

მხოლოდ და მხოლოდ სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ოღონდ სტაბილურად, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში მოგვცემს საშუალებას, რადიკალურად შევცვალოთ რეალობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ეს მაღალი ინფლაცია სამწუხაროდ არის ორნიშნა, თუმცა, ვუყურებთ, რომ ინფლაციის ტენდენცია კლებადია. ჩვენი პროგნოზით, ის მომავალი წლის შუა პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.

დღეს საქართველოს აქვს ევროზონისმაგვარი ინფლაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც 2-3-ჯერ მეტი ინფლაციაა, საქართველოში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ეს თითოეული მოქალაქისთვის დამაიმედებელი არ არის.

ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად, ეს არის გრძელვადიანი პირობა ჩვენი ხელისუფლების.

ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, რომ ჩვენ გვქონდეს დაბალანსებული მიდგომა, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდეს პასუხისმგებლიანი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მოვახერხოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები