ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა – 10,2% გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით; ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი, ეს არის კომპლექსში ყველაფერი ერთად
მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა – 10,2% გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი, ეს არის კომპლექსში ყველაფერი ერთად , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი აღდგენა მიმდინარე წელს. 2019 წელთან შედარებით, შემოსავლების მიხედვით, ჩვენ გვაქვს თითქმის 97%-იანი აღდგენა. დაახლოებით – 2,5 მილიარდი დოლარი მიიღო ქვეყანამ მხოლოდ ამ სექტორიდან, თუმცა, მარტო ეს არ არის ზრდის განმაპირობებელი. აქ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლის ძირითადი წყარო იყო ევროკავშირი, შემდეგ – თურქეთი, აშშ. ასევე, იყო ძლიერი ექსპორტი, რომელიც წლების მუშაობის შედეგია. ამასთან, გაზრდილია გადმორიცხვები. ყველაფერი კომპლექსში გვაძლევს იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.