ქალების დამახინჯების ამაზრზენი ტრადიცია

ქალები, რომლებიც ფოტოზე არიან გამოსახულნი, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებული შტატის არუნაჩალ-პრადეშის მაცხოვრებლები არიან. კონკრეტულად ეს ადამიანები აპატანის ტომს მიეკუთვნებიან. აპატანის ტომში მიღებული ტრადიციის თანახმად, სრულწლოვანებამდე ყველა გოგონას ინიციაციის ერთგვარი პროცედურა უტარდებოდა. ეს რიტუალი კი გოგონების დამახინჯებას გულისხმობდა. აპატანის ტომის ყველა გოგონას ცხვირში ხის მოზრდილი საცობის მოთავსება ხდებოდა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მათ დამახინჯებას უზრუნველყოფდა. ტრადიციის მიზანიც ეს გახლდათ – ქალების დამახინჯება, რადგან ისტორიულად აპატანელი ქალები მთელ არუნაჩალ-პრადეშის მხარეში ყველაზე ლამაზებად მიიჩნეოდნენ. მათი სილამაზე კი სხვა ტომების მამაკაცების ყურადღებას იპყრობდა და ხშირი იყო აპატანელი ქალების გატაცება. სწორედ ამ მიზეზით ჩამოყალიბდა აპატანელთა ეს ველური და ამაზრზენი ჩვეულება, რომელმაც 1970 წლებამდე იარსება. აპატანის ტომში ახლაც მრავლადაა ქალები , რომლებსაც წარსულის ეს მახინჯი გადმონაშთი სამუდამოდ აქვთ აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები