ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7419 ლარი ეღირება მაშინ, როდესაც, დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7491 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, მისი ღირებულება 2.6838 ლარი იქნება, დღეს კი ერთი ევრო 2.6760 ლარი ღირდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 ნოემბრისთვის ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები