საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის. იგი საქართველოს პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელიც ამერიკის არჩევნების მიმდინარეობას დეპუტატის რანგში დააკვირდება.
აშშ-ში ჰიბრიდული არჩევნებია, ლოს ანჯელესში კი, სადაც ლევან იოსელიანი იქნება, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

არჩევნები 5 დღეს გაგრძელდება. ლევან იოსელიანის ვიზიტი მიზნად ისახავს არჩევნების საუკეთესო პრაქტიკის – ამერიკული სტანდარტის გადმოტანას, უახლესი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიის, აგრეთვე, სიახლეების გაცნობას და არჩევნების მენეჯმენტის გადმოტანას და დანერგვას საქართველოში. ასევე, ლევან იოსელიანის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ხელშეწყობას.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ამერიკის კონგრესისა და სენატის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაცია „საარჩევნო გამჭვირვალობის“ მიწვევით დაესწრება. მას შესაძლებლობა იქნება, შტატის არაერთ უბანზე მიმდინარე პროცესის მონაწილე, დამკვირვებელი და მეთვალყურე იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები