დავით ქართველიშვილი: 2009 წელს იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა – სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. ამ პერიოდიდან მოჩვენებით “ჩრდილში” იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილი

,,რაც აკლია ამ ვიდეორგოლში მოყვანილ ჩამონათვალს, ამაზე არაერთხელ დამიწერია. სამწუხაროდ, უკრაინის მხარე გასაგები მიზეზების გამო, დღემდე არ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, ვინაიდან საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ გამოუტანს განაჩენს,’’ – წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,POSTV’’ მიერ დავით კეზერაშვილის შესახებ მომზადებული სიუჟეტს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა – სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი “სანქციები” განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით “ჩრდილში” იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.

,,რაც აკლია ამ ვიდეორგოლში მოყვანილ ჩამონათვალს, ამაზე არაერთხელ დამიწერია. სამწუხაროდ, უკრაინის მხარე გასაგები მიზეზების გამო, დღემდე არ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, ვინაიდან საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ გამოუტანს განაჩენს. ამ თემაზე 2008 წელს უკრაინაში წამოწყებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაც 2009 წელს შეაჩერეს და წერტილი დაუსვეს – ჩვენ კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ…
უკრაინელი ჟურნალისტების მიერ თავის დროზე წამოწყებული გამოძიების მონაცემებით, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას (პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე). უკრაინულ მხარეს ამ პროგრამის განხორციელებაში წარმოადგენდა იუშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული, СБУ-ს პოდპოლკოვნიკი, „ჩვენი უკრაინის“ პარტიიდან რადას სახალხო დეპუტატი – სერგეი ბონდარჩუკი.
სწორედ მისი უშუალო პატრონაჟით, 2005-2008 წ.წ. უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა 180-მდე მაღარო, სადაც დაკონსერვირებული იყო ძირითადად ვადაგასული და გამოყენებისათვის უვარგისი, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ცეცხლსასროლი (მათ შორის მსხვილკალიბრიანი) იარაღი, „გრადები“, ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. საქართველოს მხრიდან ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის, თემურ ალასანიას მითითებით, 2006 წელს ამ სქემების განხორციელებას მოაშორეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც არ დაივიწყა ეს პირადი წყენა და 2007 წლის სექტემბერში, „იმედის“ ღამის შოუში ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები იარაღის უკანონო ვაჭრობაში – რის შემდეგ დააპატიმრეს კიდეც.
უკრაინელების ინფორმაციით, ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების მხრიდან მიღებული თანხებიდან – მილიარდ 200 მილიონი დოლარი უკრაინული სამხედრო ჯართის შესყიდვებზე დაიხარჯა. ტექნიკურ ფინანსურ მხარეს უკრაინული მხრიდან უზრუნველყოფდნენ ვინმე ციბულიაკი და ელმანდიევი, ხოლო ქართული მხრიდან – მამუკა მუჯირი. 2005 – 2008 წ.წ. ამ არხებით მიღებულ იარაღზე გაკეთებულმა შიდა ტექნიკურმა აუდიტმა დაადასტურა, რომ მისი მთლიანი ოდენობიდან 90 პროცენტი არაკონდიციურ მდგომარეობაში იყო.
აქედან გამომდინარე, გაჩნდა დანარჩენი, ვარგისი 10 %-ის გაყიდვის საჭიროება. უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ციბულიაკმა და თემურ ალასანიამ ამ მისიის შესასრულებლად შეარჩიეს იარაღის უკანონო ვაჭრობის ბაზარზე ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კანდიდატი, ოდესის მკვიდრი ლეონიდ მინინი, რომელიც იმ მომენტისთვის ისრაელში ცხოვრობდა და აშშ/ევროპის მიმართულება მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილი იყო. ეს ის ლეონიდ მინინია, რომელიც თავის არანაკლებ ცნობილ „კოლეგასთან“ ვიქტორ ბუტთან ერთად ჰოლივუდური გახმაურებული ფილმის „იარაღის ბარონის“ მთავარი გმირის (ნიქოლას ქეიჯის შესრულებით) პროტოტიპებს წარმოადგენდნენ.
სწორედ ლეონიდ მინინის რეკომენდაციით, ბათუმის აეროპორტის ბაზაზე დარეგისტრირდა კერძო ავიაგადაზიდვების კომპანია (ხელმძღვანელი – ნოდარ კაკაბაძე), რომელიც უკრაინული სატვირთო ბორტ „ილ-76“-ით ახორციელებდა კონდიციური იარაღის მიწოდებას აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ცხელ წერტილებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც უკრაინული იყო, ფრენებს ახორციელებდნენ ქართული დროშით.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა – სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი “სანქციები” განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით “ჩრდილში” იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.
თუ ზემოაღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ნარატივი ნაწილობრივ მაინც მოიცავს სიმართლეს, გამოდის რომ სწორედ ამ კომპლექსურ სიბინძურეს შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2008 წელს. გამოდის, რომ ამას შეეწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაც – სამშვიდობო ხიდი გაებათ თბილისთან სოხუმსა და ცხინვალიდან. გამოდის, რომ ამას შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება. რომ სწორედ ამას შეეწირა ათობით ათასობით ახალი იძულებით გადაადგილებული პირი. შეეწირა იმისთვის – რომ ჯართში გადახდილ მილიარდ 200 მილიონ დოლარს რუსეთთან ომით ჩამოწერა სჭირდებოდა. და თანხის სოლიდური რაოდენობიდან გამომდინარე – მსხვერპლის ოდენობაც სოლიდური უნდა ყოფილიყო, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობაც და ომით გამოწვეული სხვა დანაკარგის მასშტაბიც,’’- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები