იაგო ხვიჩია: პოლარიზაციაზე განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს რევოლუციას, ეს ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ

პოლარიზაციაზე განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს რევოლუციას, ეს ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, – ასე შეაფასა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება პოლარიზაციასთან დაკავშირებით.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ განცხადებას უნდა შეხედონ თითოეული პოლიტიკური პარტიის გადმოსახედიდან.

„თქვენ იცით, რომ იმ პროცესში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს ქართული პოლიტიკის დატოვებას, ამის მაღალი შანსებია. ბევრი პოლიტიკური ძალა მიმართავს რადიკალიზაციის გზას. ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთი გამონაკლისი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს და ეს მიზანი სრულიად ლეგიტიმურია, უნდათ რადიკალური ოპოზიციური ხმების მიმხრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ზოგადი განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რევოლუციაზე გავდივართ, ნიშნავს იმ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, ვინც ფიქრობს, რომ რევოლუციის მოწყობა შეუძლია, ამგვარი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, შესაძლებელია წარმატებული იყოს იმ მიზნისთვის, რა მიზანიც გააჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა იმ თვალსაზრისით, რომ ამის ირგვლივ მოხდება ისეთი რევოლუციური მუხტის შეკრება, რომ ამან მერე შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ან ხელისუფლების ვადამდელი ცვლილება გამოიწვიოს, მე მაგის ნაკლებად მჯერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები