მიხეილ ყაველაშვილი – რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან

ჩვენს წერილებში სწორედ ამას ვეხებოდით, რომ როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ყაველაშვილი მან კომენტარი რადიკალური ოპოზიციის შესაძლო ახალ გაერთიანებაზე გააკეთა. ამასთან, ყაველაშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ იგი პარლამენტს დატოვებს, რასაც უმრავლესობის დეპუტატი არასერიოზულად მიიჩნევს.

„მათი გაერთიანება, ერთობლივი ქმედებები, მიტინგები, ბოიკოტი არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ხომ ერთი და იგივე პროცესი იყო, ახლა რისი გაერთიანებაც თავიდან სურთ ერთი და იგივე ადამიანებს, ისევ მოტივაციის შექმნა. ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს დაინახა საზოგადოებამ. არც შნო აქვთ, არც შესაძლებლობა, არც ნდობა, არაფერი აღარ გააჩნიათ. ახლა ახალგაზრდებზე ჰქონდათ აქცენტი. ახალგაზრდებმაც დაკარგეს მათ მიმართ ნდობა. დასავლეთი, ვისზეც მუდმივად აპელირებენ, ჩვენს წერილებში სწორედ ამას ვეხებოდით, რომ როგორ შეიძლებოდა, არასამთავრობო სექტორი ამოეყვანათ პოლიტიკურ სცენაზე, ამაზეც კი წავიდა დასავლეთი, რომ მათი საშუალებით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება, იმდენად განადგურებული არიან. თითქმის, პოლიტიკური პროცესიც აღარ არის, ოპოზიციის მაჯისცემა თითქმის, აღარ არის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები