ალეკო ელისაშვილი: კეზერაშვილი ოპოზიციას კი არ უნდა აფინანსებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და დღე და ღამე უნდა ინანიებდეს

კეზერაშვილი ოპოზიციას კი არ უნდა აფინანსებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და დღე და ღამე უნდა ინანიებდეს ჯარისა და საქართველოს წინაშე ნაქურდალ ფულს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ოპოზიციას ბუმერანგივით უბრუნდება.

„ერთი ნაწილი ოპოზიციის ფეხებს აბაკუნებდა და ეგონა, რომ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით დეოლიგარქიზაციის კანონს მივიღებდით საქართველოში, ხელ-ფეხს შევუკრავდით ბიძინა ივანიშვილს. სინამდვილეში, ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ზუსტად იმ ნაწილს უკან უბრუნდება. სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილს არაფერი შეეზღუდება. შეეზღუდება მხოლოდ ოპოზიციის დამფინანსებლებს: კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ნაყოფიას… კეზერაშვილი ოპოზიციას კი არ უნდა აფინანსებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და დღე და ღამე უნდა ინანიებდეს ჯარისა და საქართველოს წინაშე ნაქურდალ ფულს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები