ალუდა ღუდუშაური: გიორგი ვაშაძემ საკუთარი თავი ამოწურა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის
გიორგი ვაშაძემ საკუთარი თავი უკვე ამოწურა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ” სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.
დეპუტატის თქმით, პარლამენტში კომიკოსებისა და შოუმენებისთვის ადგილი არ არის.
„როცა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა და უარი თქვა მანდატის გამოყენებაზე, მან საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა და თქვა, რომ სურდა, „გლოვოს“ კურიერად დასაქმებულიყო. როგორც ჩანს, ახლა უკვე გიორგი ვაშაძემ, რომელმაც უკვე საკუთარი თავი ამოწურა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის, როგორც ჩანს, „გირჩმა – ჯაფარიძე“ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია „გლოვოს“ კურიერად. ახლა გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე „გლოვოს“ კურიერის მოტოებს და უფრო უკეთესი სერვისით, უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. იქნებ, აქ მაინც გააკეთონ სასიკეთო საქმე. აქ არც სივრცეა და არც ადგილი არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მათი ჟანრები საცირკო წარმოდგებაში განსხვავებულია, მაგრამ „გლოვოს“ კურიერის მიმართულებით მათი ტანდემი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად.