ლევან იოსელიანი: ბატონი ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, დროზე დატოვონ პარლამენტი

ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში, ამიტომ, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, დროზე დატოვონ პარლამენტი, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით,  ვაშაძის განცხადებას მიესალმება.

„ბატონი ვაშაძე დიდი ხანია, არ დადის პარლამენტში. შესაბამისად, ის თუ შინაგანადაც და ყველანაირადაც, როგორც მან თქვა, დატოვებს პარლამენტს, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ვინც არ დადის პარლამენტში და არ მუშაობს, არც უნდა იღებდეს იმ ხელფასს და პრივილეგიას, რაც პარლამენტის წევრს აქვს. ამიტომ, ვისაც არ უნდა მუშაობა, მოვუწოდებ, რომ დროზე დატოვონ პარლამენტი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ,  “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები