ფერმერები ზამთარში ნედლ რძეზე ფასის ზრდას ვარაუდობენ

ზამთარში ნედლი რძის ფასი ისევ მოიმატებს. როგორც “კვირას” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმის “ყვარლის ბაგა”  საოპერაციო დირექტორმა ირაკლი კონჯარიამ განუცხადა, მიზეზი საკვები პროდუქტისა და დანამატის ფასის ზრდაა, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია.

“დღეში გვაქვს 35 ტონა ნედლი რძე, რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია მოთხოვნასთან მიმართებით. ორჯერ მეტი რძე რომ გვქონდეს, მაინც დეფიციტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი მიწის ნაკვეთებიც გვაქვს, სადაც საკვები მოგვყავს, ესეც არასაკმარისია. დიდწილად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რომლის ფასიც როგორც წესი, მზარდია და ეს შესაბამისად ზრდის ნედლი რძის ფასს.

დღეს, 1 ლიტრი რძის საბაზისო ფასი 1.80-ია პლუს ცილის და ცხიმის შეფარდება. მიუხედავად ამისა, მოგების კუთხით ფაქტობრივად, არ გვაქვს ზრდა, რადგან როგორც რძის ფასი გაიზარდა, ისე გაიზარდა ხარჯიც. მოლოდინი გვაქვს, რომ ნედლი რძე კიდევ გაძვირდება და ორ ლარამდე ავა ზამთრისთვის. ამაზე მოლაპარაკება უკვე მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ფასის წარმოქმნაში დიდ როლს ვთამაშობთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფერმა, მთავარი მაინც გარემო პირობებია. ეს განაპირობებს ფასის დადგენას“, – ამბობს კონჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები