ვიქტორ ორბანი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია”,- წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი.
Had a great meeting with @GharibashviliGe in Budapest. Discussed ways to enhance our cooperation in the field of energy. Diversification of energy sources is the only way Europe can get out of the #energycrisis. pic.twitter.com/JOoglsjTcs
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 28, 2022