უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი ხარკოვის ოლქიდან კიევში წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 22 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.