პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „გირჩი“ და „მოქალაქეები“ წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისას, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და ამ პროცესში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის როლზე ისაუბრეს.

„ელჩს აინტერესებდა ჩვენი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატს ზუსტად აქვს გაგებული ის პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახლა აწუხებს. მისი მესიჯები იყო ძალიან ცხადი და გასაგები – ფრთხილად გამოვიყენოთ შესაძლებლობების ის ფანჯარა, რომელიც გაჩნდა. ელჩს პოლიტიკური სპექტრისგან აინტერესებდა პასუხი კითხვაზე, გვესმის თუ არა რა პროცესში ვიმყოფებით და ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანას გაგვაჩნია“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები